საუბრები კუბის რევოლუციაზე

პოდკასტი 20-ე საუკუნის კუბას, უფრო კონკრეტულად კი რევოლუციის პერიოდს შეეხება. მიმოხილვა 40-იანი წლებიდან იწყება და ფიდელ კასტროს მიერ ძალაუფლების დათმობაბდელ პერიოდს მოიცავს. ჩვენი საუბრების ცენტრალური ფიგურა ფიდელ კასტრო იქნება, თუმცა ყურადღება რევოლუციამდელ თუ მის შემდეგ მოღვაწე მნიშვნელოვან ფიგურებზეც გამახვილებულია. პოდკასტის მიზანია, რომ ამ საკითხით უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოს და სუბიექტური შეხედულებებისგან მაქსიმალურად თავშეკავებული ინფორმაცია მოგაწოდოთ. თავისთავად ცხადია, რომ ეს პოდკასტი შორს დგას "მეცნიერული" ჩარჩოებისგან და გამარტივებული ენით, სხვადასხვა საინტერესო მოვლენის გადმოცემას ემსახურება.

Listen on:

  • Podbean App

Episodes

Tuesday Feb 16, 2021

1945 წელს ფიდელ კასტრო ჰავანის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რითიც მის მცხოვრებაში, ძალიან მღელვარე პერიოდი დაიწყო. საუნივერსიტეტო ბანდებთან ბრძოლა, რამონ გრაუს წინააღმდეგ საჯარო გამოსვლები, დომენიკის რესპუბლიკაში სამხედრო ინტერვენციისთვის მზადება, დაკავება გახმაურებული მკვლელობის საქმეზე... ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მეორე კურსის დასრულებამდე მოხდა. 
საუბრის პირველ ნახევარში, 1948წ  პერიოდით არსებული პოლიტ.სიტუაცია მიმოვიხილეთ, რაც წინა ეპიზოდების ლოგიკური გაგრძელებაა.

Tuesday Jan 12, 2021

იყო თუ არა რევოლუციამდელი კუბა ამერიკელი მაფიოზების სამოთხე და რეალურად აკონტროლებდნენ თუ არა კუნძულზე სიტუაციას? 
სასტუმროები, კაზინოები, პროსტიტუცია, მეიერ ლანსკის სკოლა და ჰავანის კონფერენცია, სადაც მთავარ სიტყვას ლაკი ლუჩიანოსგან ისმენდნენ, ხოლო სიმღერებს ფრენკ სინატრა მღეროდა. ამ ეპიზოდში ბევრმა ისტორიულმა ფიგურა გხვდება, რომელიც ჰავანამ გააერთიანა. 

Saturday Dec 26, 2020

მეორე ეპიზოდი ორ ნაწილად გავყავით: 1) პირველ შემთხვევაში თხრობა გავაგრძელეთ 1940 წლიდან და მოვიცავით ფულხენსიო ბატისტასა და რამონ გრაუს პრეზიდენტობის პერიოდი. ავღწერეთ ის ძირითადი სოციო-ეკონომიკური პირობები, რაც 1940-1948 წლის კუბას ახასიათებდა. მეორე ნაწილის ფიდელ კასტორს ოჯახს, მის სიყმაწვილის წლებსა და სკოლაში წასვლის პერიოდზე ეხება. 

Saturday Dec 19, 2020

პირველი ეპიზოდი ზოგადი ხასიათისაა და 1940 წლამდე არსებული სურათისა თუ კონტექსტის დანახვას ემსახურება. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძირითად მოვლენებზე, რამაც კუბის ისტორიაში გარდამტეხი კვალი დატოვა და საბოლოოდ გავჩერდით არჩევნებზე, რომელიც იმ დროის სტანდარტებით დემოკრატიული და პლურალისტური იყო. შემდგომი ეპიზოდებიდან, ჩვენ ზოგადი საუბრის ნაცვლად, ვფოკუსირდებით სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე და კონკრეტულ ასპექტებს განვიხილავთ. 

Copyright 2020 All rights reserved.

Podcast Powered By Podbean

Version: 20240731